Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძე: “ცოდნა სიმდიდრეა!”

17 სექტემბერი, 2018

ილია ჭავჭავაძე: "ცოდნა სიმდიდრეა!"– ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება, – ამბობდა ილია ჭავჭავაძე:

“ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება.

ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა. სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ოდნავ ბჟუტავდეს სიბნელეში, ქურდს, ყაჩაღს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა ც ესე იგი, ღვიძავთო; დაგვიანებულ შინაურს კი ახარებს იმით, რომ იქ ფხიზლები დამხვდებიანო. სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვება და გაქრება ხოლმე. ერთხელ ანთებული ცოდნა კი არასოდეს არ გაქრება: მამიდან შვილზე გადადის, შვილიდან შვილიშვილზე, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, – ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე გლეხსაც და თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდე…”