ჰამლეტ გონაშვილი – ღვთაებრივი მოვლენა

ჰამლეტ გონაშვილი - ღვთაებრივი მოვლენაალბათ არავის გაუკვირდება თუკი შეიტყობს, რომ ჰამლეტ გონაშვილის ოჯახში ყველა მღეროდა – მისი წინაპრებიც კი, მაგრამ ჰამლეტის სიმღერა სულ სხვა იყო. მისი ნამღერით მსმენელი ისე აღფრთოვანებულა, რომ ტირილიც დაუწყია.

მომღერლის მეუღლე ლამარა გონაშვილი ხშირად იხსენებდა შემთხვევას, როცა ჰამლეტის სიმღერას მატარებლის გამცილებელიც კი აატირა:

“ერთხელ ჰამლეტსა და დედამისს მატარებლით უმგზავრიათ. ზედა საწოლზე ვიღაც ბიჭი წამოწოლილიყო და ღიღინებდა. შენს გამზრდელს ვენაცვალეო, – უთქვამს ჩემს დედამთილს. გათენდა, მგზავრები სადგურში უნდა ჩავიდნენ და, ხედავს, ზედა საწოლიდან ჰამლეტი ჩამოდის. ასე აღმოაჩინა მან თავისი შვილი, როგორც მომღერალი.

ერთხელ ისევ მატარებლით მიდიოდნენ და ჰამლეტს წაუღიღინია. გამცილებელს ტირილი დაუწყია და დედამისს უთქვამს, ნუღარ მღერი, გამცილებელი ტირისო.”