7 სექტემბერი, 2018

გოგა გველესიანი რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს

გოგა გველესიანი რუსთაველის თეატრიდან გაუშვესმსახიობ გოგა გველესიანისთვის რუსთაველის თეატრის 140-ე საიუბილეო სეზონი მოულოდნელი და არასასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო. მსახიობი რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს.

გოგა გველესიანი:

“ახლა მოგონებამ ამომიგდო 2002 წელს რემონტამდე გადაღებული ეს სამახსოვრო ფოტო. ბევრი მსახიობი ამ ფოტოდან ცოხალი აღარ არის… ბევრიც დათხოვილია თეატრიდან. მათ შორის თქვენი მონამორჩილიც….

ხვალ 140-ე საიუბილეო სეზონის გახსნაა… რუსთაველის თეატრში ჩემი მოღვაწეობის ზუსტად 20 წლისთავზე გამიშვეს თეატრიდან…

გაუმარჯოს თეატრს!”

გოგა გველესიანი რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს