6 სექტემბერი, 2018

გიორგი კალანდია: “მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ძალიან შევედავები ბატონ ოთარს”

გიორგი კალანდია: "მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ძალიან შევედავები ბატონ ოთარს”ისტორიკოსი გიორგი კალანდია რეჟისორ ოთარ იოსელიანს კატეგორიულად არ ეთანხმება განცხადებაში, რომელიც 84 წლის ხელოვანმა გააკეთა და განაცხადა, რომ თბილისი ყოველთვის სომხური ქალაქი იყო.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ძალიან შევედავები ბატონ ოთარს, ყოველთვის არა!

არც ვახტანგ გორგასლის დროს, არც დავითის, არც თამარის, გიორგი ბრწყინვალის დროსაც არა!

მე-19 საუკუნეში კი ნამდვილად იყო, ოღონდ მე-19 საუკუნე ყოველთვის არაა, თბილისი 1500 წლისაა, ბატონო ოთარ!”