3 სექტემბერი, 2018

გიორგი გასვიანი გადაცემა “ფაბრიკას” აღარ წაიყვანს

გიორგი გასვიანი გადაცემა "ფაბრიკას" აღარ წაიყვანს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გადაცემა “ფაბრიკას” აღარ წაიყვანს. მან ტელეკომპანია “იბერია” დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტება არ ისურვა:

“მოკლედ, ფაბრიკას აღარ წავიყვან, იბერიაზეც აღარ ვარ, რადგან მალე სხვა სიახლეს გამცნობთ.

ძალიან ბევრი მეკითხება და ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლოთ. მიყვარხართ.”