11 სექტემბერი, 2018

დემნა გვასალიას საქართველოში ემუქრებიან

დემნა გვასალიას საქართველოში ემუქრებიანდიზაინერმა დემნა გვასალიამ გერმანულ უცხოურ გამოცემას “süddeutsche zeitung” ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ჟურნალისტის კითხვაზე – საქართველოში კვლავ ჩადიხარ?

დემნამ უპასუხა:

“ამ მომენტში არა, მემუქრებიან. საქართველოში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც არ უხარია, რომ მსოფლიო ახლა საქართველოსთან მაკავშირებს მე, გეი დიზაინერს, აქამდე ქვეყანა მხოლოდ სტალინი და შევარდნაძე იყო.

საქართველოში ჰომოსექსუალებს კვლავ დევნიან, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები კვლავ ხდება. ბოლო კოლექციაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დროშა იყო ცისარტყელას ფერებში და ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიყვანე. ბევრი მათგანისთვის ევროპაში პირველი სტუმრობა იყო. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო მათთან შეხვედრა. საკუთარ თავს მახსენებენ, როცა პირველად დასავლეთში ჩამოვედი.

საქართველოში ახალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ, როგორც კი ეს ძველი თაობა უცნაური შეხედულებებით მოკვდება, მე იქ კვლავ ჩავალ.”