Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბუბა ხოტივარი: “არ აღვადგინოთ ქართული კინოწარმოება სრულფასოვნად?”

16 სექტემბერი, 2018

ბუბა ხოტივარი: "არ აღვადგინოთ ქართული კინოწარმოება სრულფასოვნად?"კითხულობს რეჟისორი ბუბა ხოტივარი და ქართული კინოთი აღფრთოვანებული რეჟისორების ფედერიკო ფელინის და მიქელანჯელო ანტონიონის სიტყვებს იშველიებს:

ბუბა ხოტივარი:

“არ აღვადგინოთ ქართული კინოწარმოება სრულფასოვნად?

გაგახსენებთ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ნათქვამ ორი დიდი იტალიელის სიტყვებს.

ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი იყო ქართული კინოს დიდი თაყვანისმცემელი. მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ სრულ სიმართლეს ქართული კინოს შესახებ:

„ქართული კინო არაჩვეულებრივი ფენომენია, ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფიური სინათლე, რთული, მაგრამ ბავშვურად სუფთა და შეურყვნელი. მასში არის ყველაფერი, რაც მაიძულებს ვიტირო. ჩემი ატირება კი, მინდა გითხრათ, არც ისე ადვილია“.

ეს ამოვიწერე რუსული პრესიდან. ქართულში არ შემხვედრია – ალბათ იმიტომ, თავში რომ არ აგვივარდეს და ყოყლოჩინობა არ დავიწყოთ. არა?

Легендарный итальянский режиссер Федерико Феллини был одним из больших поклонников грузинского кино. Ему принадлежат следующие слова, которые отражают всю правду о грузинском кино: «Грузинское кино – необычный феномен, специальный философский свет, сложный и в то же время по-детски чистый и непорочный. В нем есть все, что заставляет меня плакать. А заставить меня плакать, хочу вам сказать, не так-то легко».

გარდა ამისა, ფედერიკო ფელინიმ სხვა დროს განაცხადა:

„მე, პირადად, ფილმების გადაღების უფლებას მივცემდი მხოლოდ ორ ერს – ქართველებსა და იტალიელებს, მხოლოდ მათ აქვთ კინოპოეზიის გენეტიკური შეგრძნება“-ო.

ამას დავამატებდი ასევე დიდი რეჟისორის მიქელანჯელო ანტონიონის სიტყვებს, რომლებიც მან წარმოსთქვა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის შემდეგ:

„აუტანლად ხმაურიანი, მტვრიანი, ჭუჭყიანი ქალაქის შემდეგ მაღალმთიან კურორტზე რომ აღმოჩნდები, წმინდა, გამჭვირვალე ჰაერით რომ დაიწყებ სუნთქვას და უცბად თავს ისევ იგრძნობ ადამიანად – ეს არის ქართული კინო.“