18 სექტემბერი, 2018

ბერა ივანიშვილმა რჩეული გამოაჩინა

ბერა ივანიშვილმა რჩეული გამოაჩინამომღერალ ბერა ივანიშვილის პირადი ცხოვრება რამდენიმე თვის წინ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა მისი ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ბერამ თავისი რჩეული გამოაჩინა. ის მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა:

– და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი, – ასეთი მინაწერი გაუკეთა მომღერალმა ნანუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.