17 აგვისტო, 2018

ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვესმსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი მსახიობი ლიფტში ნახეს.

მანანა აბრამიშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

“ღმერთო რა საშინელება მოხდა… ზუზუ, როგორ დამენანე და როგორ ვერ ვიჯერებ… რატომ, ღმერთო, რატომ? ვერ ვჩერდები, მოვკვდი უკვე ტირილით. გასკდა ეს გული.”

მსახიობმა ნამდვილად იწინასწარმეტყველა, როცა თქვა: ”ახლა აცხადებენ ყალბ ინფორმაციებს, რომ მოკლული მიპოვეს და ათას სისულელეს წერენ. ახლა რომც მოვკვდე, არც გაუკვირდებათ…

არაფრის მეშინია, საერთოდ არაფრის, უფრო სწორად, ღმერთის მეშინია, ან საერთოდაც არ მეშინია. იმდენად მიყვარს, ასე მგონია, პოზიტიურად მიყურებს…”