30 აგვისტო, 2018

ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილს: “სასამართლოში მიბრძანდები, უზნეო კაცო!”

ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილს: "სასამართლოში მიბრძანდები, უზნეო კაცო!"რეჟისორი ქეთი დოლიძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

რეჟისორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში პოლიტიკოსმა განაცხადა, სიკო დოლიძემ დაახვრეტინა ქართული ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი 30-იან 40-იან წლებშიო.

ქეთი დოლიძე:

“მივმართავ საქართველოს ყველა კინემატოგრაფისტს, უკლებლივ, კინოსტუდია “ქართულ ფილმს”, სიკო დოლიძის დაარსებულ კინოკავშირს!

მივმართავ პრემიერ მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს!!!
ეს ქვეყანაა, თუ ნათელაშვილისნაირი ნაძირალას საპარპაშო?!’
გაეცით პასუხი უზნეო შალვა ნათელაშვილს მამაჩემის ხსოვნის შეურაცხყოფის გამო!

1937 წელს, კინემატოგრაფისტები იყვნენ ის ხალხი, რომელთაც არასდროს, არაფერი შეშლიათ!
სიკო დოლიძე იყო უმწიკვლო ადამიანი!!!
რა ზნედაცემული უნდა იყო, დიდ რეჟისორს რომ ეს დააბრალო!

სასამართლოში მიბრძანდები, უზნეო კაცო!”