Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე

24 აგვისტო, 2018

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშესულ მალე ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება.

ხელოვნების სასახლემ ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენისთვის სარეკლამო ბანერი დაამზადა და მთავარ ფიგურად აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდან ასო ბგერა “დ” აარჩია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

”აი, ესეც ჩვენი ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენის სარეკლამო ბანერი. მთავარი ფიგურა აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდანაა (ასო ბგერა “დ” ჩვენთან დაცული რენე შმერლინგის ასლი).

მალე ეს რეკლამა გერმანიის ბევრ ადგილს მოიცავს! მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, მადლობა ბანერის შემქნელს ირაკლი ზამბახიძეს.

მაშ ასე, სულ მალე ოფენბახში შრიფტის მუზეუმში ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგება.”

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე