ილია ჭავჭავაძე: “ჩვენისთანა დაბრიყვებული ერი, ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე”

ილია ჭავჭავაძე: "ჩვენისთანა დაბრიყვებული ერი, ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე"ამ სიტყვებს ილია ჭავჭავაძე წლების წინ წერდა და რაც უფრო დრო გადის, მისი ეს ჩანაწერი სულ უფრო აქტუალური და თანამედროვე ხდება:

“ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ…

სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი – აი, ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი, რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება.

წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.”