გალაკტიონ ტაბიძე: “მადლობა უფალს: არა ვარ რუსი!”

11 აგვისტო, 2018

გალაკტიონ ტაბიძე: "მადლობა უფალს: არა ვარ რუსი!"რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საუკუნეებია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია.

პოეზიის მეფე გალაკტიონ ტაბიძე 1925 წელს დაწერილ ლექსში უფალს მადლობას სწირავდა, რომ რუსი არ იყო:

”რა მიმზიდველი იყო ზღაპარი –
შორეულ ქალის, შორეულ გედის,
არ ვიქნებოდით ჩვენ თანაბარი
პალადინები ერთი იმედის.

მადლობა უფალს: არა ვარ რუსი,
ჩვენ გვაშორებდა მხოლოდ სართული:
რომ ჩემს ძარღვებში, წვეთი-ბურუსი
სისხლი არ არის არა ქართული.

მაგრამ ერთგვარად ხედავდა თვალი,
დაბინდებული ნისლით და ყინვით
და ერთნაირად ვიყავით მთვრალი
შენ შენი თოვლით, მე ჩემი ღვინით.”