1 აგვისტო, 2018

გაიცანით ფატიმა წოტოიძე – ქალბატონი, რომელსაც “შატილის ასულო” მიუძღვნეს

გაიცანით ფატიმა წოტოიძე - ქალბატონი, რომელსაც "შატილის ასულო" მიუძღვნეს“შატილის ასულო” ცნობილი ქართული სიმღერაა, თუმცა ალბათ ძალიან ცოტას მოუსმენია მისი პირვანდელი ვერსია.

სტუდია “ქართველოს” წევრებმა და მათმა ხელმძღვანელმა ბეჟან წინწალაშვილმა სიმღერის პირვანდელი ვერსია შესრულება გადაწყვიტეს, რომლის ერთადერთი ვარიანტი ჩაწერილია 1967 წელს სოფელ ზემო ალვანში.

სიმღერის ადრესატი ფატიმა წოტოიძეა – რეალური შატილის ასული, რომელიც ანსამბლის წევრებს კლიპში მონაწილეობაზე დათანხმდა.

“შატილის ასულოს” მუსიკა თამარ ქააძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი იოსებ ლონგიშვილია – ქალბატონი ფატიმას აწ გარდაცვლილი მეუღლე, რომელმაც ეს ლექსი ახალგაზრდობაში სწორედ თავის საყვარელ ქალბატონს მიუძღვნა.