Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება

27 აგვისტო, 2018

BIAFF 2018 - ბათუმის კინოფესტივალი იწყება16 სექტემბერს BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება. ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

ბათუმის კინოფესტივალი  წელს 16 სექტემბერს აიღებს სტარტს და 23 სექტემბერს დასრულდება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია –  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქაქალ ბათუმის მერია.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში  ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაშ, თურქეთი, 2018; 73 წთ. 
2. დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ. 
3. მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ. 
4. ლაზარესავით ბედნიერი, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ. 5. ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. 
6. შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ. 
7. პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ. 
8. რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ. 
9. სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.   
10. თარჯიმანი, მარტინ სულიკ, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.  

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია –  საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.

საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა სერგეი რახლინი (აშშ) – „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავჯდომარე)

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 8 ფილმი:

1. სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვ, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.  
2. დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.   
3. შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.  
4. მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ავსტრალია; 2018, 94 წთ.     
5. მამების და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017წ; 99 წთ. 
6. ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.  
7. შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.  
8. ორსონ უელსის თვალები, მარკ კუსინს, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.  
დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია –  საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი.

საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი კინორეჟისორი – ვიტალი მანსკი (ლატვია/რუსეთი)

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციებია კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

ფესტივალის კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მიმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi; 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org;  ტელ: 599-482181 ან 597-998272