24 ივლისი, 2018

ყველასგან მივიწყებული კომპოზიტორი ნანა ბელქანია

ყველასგან მივიწყებული კომპოზიტორი ნანა ბელქანია კომპოზიტორ ნანა ბელქანიას სახელისა და გვარის ხსენებისას ყველას მაშინვე ცნობილი მეგრული სიმღერა “დიდოუ ნანა” ახსენდება, რომლის ავტორიც ყველასგან მივიწყებული ხელოვანია.

პეტრე კოლხი:

“ეს ქალბატონი ნანა ბელქანია არის… ადამიანი, რომელმაც მეგრული სიმღერებით მიმდინარეობა შექმნა.
მის ტექსტებს, საავტორო მელოდიებს ჩვენი ქვეყნის გარდა ყველგან მღერიან. მეტიც, თურქულ ფილმებში ნანას სიმღერებით სარგებლობენ… თურქი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ ნანას მელოდიით გაასვენეს. სტამბულის ცენტრალურ ქუჩაზე ,,დიდოუ ნანა” ჟღერდა…

ის დღეს არავის ახსოვს. მივიწყებულია. თავის თავზე ნაკლებად საუბრობს.
ვფიქრობ, მან დაიმსახურა, მის გასაჭირზე ჩვენ ვისაუბროთ და დაკარგული რწმენაც დავუბრუნოთ.
მისი საავტორო უფლებები დაირღვა. მისი შემოქმედებით უცხოეთში მდიდრდებიან, ნანას კი ზოგჯერ პურის ყიდვა არ შეუძლია.

ეს ჩვენი სირცხვილია, ეს ჩვენი ტრაგედიაა…
უფლებათა დამცველი, პრესა, ტელევიზია, ერი, განსაკუთრებით ნანას ოდაბადე – წალენჯიხა დაინტერესდეს მისი მდგომარეობით…

ნანა დღეს მის სევდიან სიმღერებს დაემსგავსა…
ყველაზე ცუდი უიმედობაა, არ მინდა მას იმედი საბოლოოდ გაუცრუვდეს და ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს…
ერთმანეთს შევეხიდოთ… არ აქვს მნიშვნელობა, რითი… მთავარია მოვინდომოთ… იტირა, ბევრი იტირა!..”