22 ივლისი, 2018

პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის სამაგალითო ისტორია

პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის სამაგალითო ისტორიამსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერლები ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო სამაგალითო ისტორიით არიან ცნობილი.

ორივე ესპანელია: პლასიდო დომინგო – მადრიდელია, ხოსე კარერასი – კატალონიელი.

1984 წლიდან მსოფლიოს ორი უდიდესი ტენორი ერთმანეთს ერიდებოდა არა კონკურენციის გამო, არამედ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ურთიერთობა ხელოვანებს იმდენად დაეძაბათ, რომ ორივე მომღერალმა კონტრაქტში აუცილებელ მოთხოვნად ჩაწერა: მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გამართულიყო კონცერტი, ისინი სცენაზე ერთად არასოდეს დადგებოდნენ.

მოულოდნელად ხოსე კარერასს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. კარერასის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, მუშაობა აღარ შეეძლო, მკურნალობა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მძიმე სენთან მებრძოლმა კარერასმა გაიგო, რომ მადრიდში არსებობდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა. ფონდის დახმარებით მომღერალმა ლეიკემია დაამარცხა, სცენას დაუბრუნდა და ფინანსური მდგომარეობაც ნელ-ნელა გაუუმჯობესდა.

ხოსე კარერესმა ფონდის მუშაობაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა და სწორედ მაშინ შეიტყო, რომ მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი პლასიდო დომინგო იყო. ფონდში მისულმა კი გაარკვია, რომ დომინგომ ეს გადაწყვეტილება კარერასის ავადმყოფობის გამო მიიღო. პლასმიდო დომინგომ ანონიმურობა არჩია, მას არ სურდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა კარერასის გრძნობებისათვის, რომელიც არასოდეს დათანხმდებოდა დასახმარებლად მისთვის მიემართა.

ორი ბუმბერაზი ვარსკვლავის შეხვედრა მადრიდში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე შედგა. ხოსე კარერასმა სცენაზე სიმღერა შეწყვიტა, დაიჩოქა და პლასიდო დომინგოს ათასობით მსმენელის წინაშე პატიება სთხოვა. დომინგომ კარესასი ფეხზე წამოაყენა და ჩაიხუტა. ასე დაიწყო ორი უდიდესი ტენორის მეგობრობა.

როდესაც ჟურნალისტმა დომინგოს ჰკითხა, რატომ შექმნა ფონდი, მომღერალმა უპასუხა: “იმიტომ, რომ ასეთი ხმის დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს!”