პაოლო იაშვილი – ნამდვილი ვაჟკაცი

პაოლო იაშვილი - ნამდვილი ვაჟკაცი– ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!” – ასე შეაფასა მიხეილ ჯავახიშვილმა პოეტის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა.

– პაოლო , ჩემო სისხლო და ხორცო,
დაე, მე მომხვდეს მრისხანე მეხი!
მინდა მაგ თვალზე ცრემლი მოგხოცო
და მწარედ დაღლილს დაგბანო ფეხი… – ეს ლექსი პაოლო იაშვილს ერთ-ერთმა ცისფერყანწელმა კოლაუ ნადირაძემ მიუძღვნა.

“არტინფო” გთავაზობთ კოლაუ ნადირაძის ჩანაწერებს პაოლო იაშვილთან დაკავშირებით:

“პაოლო, ჩემო წამაბულო ძმაო, რა ვქნა! ისევ და ისევ ცოცხლდება ჩემში ჩვენი წარსული, ჩვენი იმედები, ჩვენი ცრემლები, ჩვენი დასამარებული, ვინ იცის, ეგებ სამარადისოდ, კუბოს კარამდე მიტანილი, რწმენა!..

მეხსიერებაში კი განუწყვეტლივ გუგუნი გააქვს შენს უკვდავ სტრიქონებს: საბედისწეროს –
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი დასაქცევი ტვინი ვერანი!
და მეორე – საგალობელი:
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თამაში ჭაღარა,
ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია!
პ.ს.
ამ გაზაფხულზე ისევ მოგიტან შენ საყვარელ ბროწეულის ყვავილს! შენს საფლავზე!”