დიზაინერი დემნა გვასალია ერთდროულად ხელმძღვანელობს ბალენსიაგას და ვეტემენტსს. ეს უკანასკნელი მისი დაფუძნებულია და ორიგინალური კოლექციების გამო, მსოფლიო ვასრკვლავების გარდერობებში ამ ხაზით შექმნილი სამოსი საპატიო ადგილს იკავებს.
გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექცია დემნა გვასალიამ წინა კოლექციებისგან რადიკალურად განსხვავებული კოსტიუმებით წარმოადგინა. დიზაინერმა სამოსი საქართველოს დროშებით და ქართული წარწერებით გააფორმა და ახალი კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ მოაწყო.