29 ივლისი, 2018

ბექა გოჩიაშვილი ტერორისტულ აქტს გადაურჩა

ბექა გოჩიაშვილი ტერორისტულ აქტს გადაურჩაჯაზმუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ტერორისტულ აქტს გადაურჩა.

ინფორმაცია მუსიკოსმა თავად გაავრცელა:

“მიუნხენის აეროპორტში გავიჭედეთ, მიზეზი ბომბის პოვნა და ტერორისტის დაჭერაა.

დიდი ხნის შემდეგ გახსნეს Check-In, ბომბის აეროპორტიდან გატანის შემდეგ. იმედია, მოვახერხებთ გაფრენას და ამ ტურის ბოლო კონცერტის დაკვრას – რისიც მჯერა, რო ნაღდად მოხდება, რომელიც დღეს არის საფრანგეთში. ხალხი წყნარად არის, პანიკა დაწყნარდა.

მადლობა მიუნხენის პოლიციას, დროული და აქტიური მუშაობისთვის.”