Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვაქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა იტალიაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Future Star” გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ადგილთან ერთად მას გადაეცა ერთწლიანი სტიპენდია და ოპერის დისკები, რომლებიც საქართველოში არ იშოვება.

ალექსანდრე ზაზარაშვილი:

“ქართველო ხალხო, გილოცავთ გამარჯვებას ჩემი სახით, მიყვარხართ ყველა. “ჩვენ გავიმარჯვეთ” – პირველი ადგილი ჩვენია, ასეთ ადგილას და ქალაქში სიმღერა რამდენად გასაოცარია და შემდეგ გამარჯვება.

მიყვარხართ ყველა, ვისაც კი გაგიხარდათ ჩემი წარმატება. უდიდესი მადლობა ქარელს დაფინანსებისთვის, ყველას მადლობა, გორს მადლობა, იმ ადამიანს, ვინც 1 პატარა წვრილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში იტალიაში “Future Star” – ”მომავლის ვარსკვლავი”, მე თქვენი სტპენდიანტი ვარ, ამას გამოვიყენებ ჩემი მომავლისთვის.

მინდა მოგცეთ რჩევა – გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც მოსწონხარ, მოგწონდეს ის ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, მიენდე შენს თავს იმ წუთს, შენს ემოციას, შენს გრძნობას და მიჰყევი დინებას. არასოდეს ეცადო მეორე საფეხურიდან მე-10-ზე გადასვლას, თორემ 0-ზე დაბრუნდები.”