Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უმძიმესი დღე ვაჟა ფშაველას ცხოვრებაში

20 ივნისი, 2018

უმძიმესი დღე ვაჟა ფშაველას ცხოვრებაში ვაჟა ფშაველას დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია. სიღარიბეში და გაჭირვებაში ქმნიდა შედევრებს.

მისი შვილი გულქან რაზიკაშვილი მამის ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეს ასე იხსენებდა:

“ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო…

ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია რა, არც სხვის ტოლად გვხურვია…

ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.”

– კეკე, კეკე, ქალოო! – და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო…

ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია…

შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:

ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო……

თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა…

ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა.”