Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცხოვრების მთავარი წესი ჭაბუა ამირეჯიბისგან

27 ივნისი, 2018

ცხოვრების მთავარი წესი ჭაბუა ამირეჯიბისგანჭაბუა ამირეჯიბი კლასიკოდ მწერლად ტყუილად არ არის აღიარებული. მისი ნაწარმოებები ყველა დროში აქტუალურია. დღეს მწერლის მთავარი ნაწარმოები “დათა თუთაშხია” ისე თანამედროვეა, როგორც არასდროს.

“არტინფო” გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს რომანიდან, რომელიც ცხოვრების მთავარ წესზე დაგვაფიქრებს:

“…მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი, მარტო ის კი არ არის ვინმე შევჭამოვო, იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო – არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ!

კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა ჰქონდეს, ისეთი შევჭამო ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. შენ რომ ხარ მისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს იქნება, მე რომ ვარ მისთანა კაცის მოკვლა და თუ გიფიქრია ამაზე ბონია მეწისქვილე შენ?!”