Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თენგიზ ჩანტლაძე – ადამიანი დღესასწაული

თენგიზ ჩანტლაძე - ადამიანი დღესასწაულიმსახიობი თენგიზ ჩანტლაძე იყო ადამიანი, რომელსაც ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა შეეძლო.

– ის აბსოლუტურად დაუხარჯავი წავიდა ამქვეყნიდან, – ასე მიაჩნია მის მეუღლეს ზაირა ჩანტლაძეს, რომელიც როგორც რიგითი მაყურებელი და პარტნიორი, საკუთარი მეუღლის ნიჭის თაყვანისმცემელად დარჩა:

“დღემდე მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ, როგორც მაყურებელი და როგორც პარტნიორი. ის აბსოლუტურად დაუხარჯავი წავიდა ამქვეყნიდან. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო. არასდროს ყოფილა შეზღუდული. რაც უნდოდა, იმას აკეთებდა…

მისი ქვრივობა რთული აღმოჩნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ვეწინააღმდეგები გამოთქმას, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. დრო არაფრის მკურნალიც არ არის! ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. სანამ ცოცხალი ვარ, თენგიზ ჩანტლაძის ნიჭის თაყვანისმცემელი და მასზე შეყვარებული ქალი ვიქნები!”