Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანი

21 ივნისი, 2018

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანიერეკლეს მოედანზე არსებულ სკვერში ულამაზესი შადრევანი დგას, რომელიც წლების წინ საფრანგეთში კარლო და თინა ინასარიძეებმა შეიძინეს და თბილისში გამოაგზავნეს.

“ტფილისის ჰამქარის” ინფორმაციით, ამჟამად შარდევანი დაზიანებულია:

“1991 წლის 26 მაისს, კარლო და თინა ინასარიძეები ზვიად გამსახურდიას სახელზე გაგზავნილ წერილში წერდნენ: “ჩვენ შევისყიდეთ საფრანგეთში ე.წ. “Fontaine Wallace” ე.ი. „ვალასის წყარო“, ან „ვალასის შადრევანი“, რომელიც გვსურს ვაჩუქოთ ჩვენს დედაქალაქ თბილისს… ტრანსპორტირების ხარჯები დაფარულია.”

რამდენიმე წლის წინ სკვერი გაიხსნა, საზოგადოებისთვის..

ეს შადრევანი დღესაც დგას, ერეკლეს მოედანზე არსებულ სკვერში, თუმცა – დაზიანებული.

შადრევნის გუმბათი გატეხილია, გუმბათის დამაგვირგვინებელი დეკორატიული ელემენტი დაკარგული…”

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანი

თბილისის შუაგულში დაზიანებული ულამაზესი შადრევანი