Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?

9 ივნისი, 2018

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, გარდა იმისა, რომ ურთულეს პირობებში მუშაობს, მუდმივი თავდასხმის ობიექტია.

თეატრში არაერთხელ მოხდა ქურდობა, ბოროტმოქმედებმა ჩაამსხვრიეს შენობის მინები, სარეკლამო სტენდები.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი, პანტომიმის თეატრის დირექტორი:

“მე მგონი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე არ უნდა გაგეკეთებინათ, პატარა ზოოპარი თეატრის წინ არის, ოღონდ ტყიურები დარბიან!

ნახეთ თბილისის მერიის და ხელოვანი ხალხის გაკეთებული სარეკლამო ისევ გამიტეხეს! რატომღაც მგონია, სპეციალურად კეთდება! კიდევ ერთხელ გირჩევთ, თუ ყველა ერთად მოვუვლით თბილისს, უფრო მალე და ხარისხიანად აშენდება.

მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთ!”

პანტომიმის თეატრის სარეკლამო სტენდი გატეხეს