30 ივნისი, 2018

ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე – ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა

ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე - ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდამაშინ, როცა ქართული კინოს 110 წლის იუბილე აღინიშნება, არავის ახსენდება ის ლეგენდები, რომლებმაც ქართული კინოს შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

იური ბარამიძე ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდაა. ის რეზო თაბუკაშვილის, გურამ ჟვანიას, გურამ პატარაიას და სხვება რეჟისორების დოკუმენტური ფილმების თანაავტორია. დღეს კი ყველასგან მიტოვებული, სრულიად უსახსროდ დუშეთის რაიონის სოფელ თანიაანთკარში ცხოვრობს.

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

“…ვინც კულტურის სამინისტროს უდროოდ წასვლას განიცდის, იმათ საყურადღებოდ:

აი, ეს კაცი, ფოტოზე, არის ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ლეგენდა, კინოოპერატორი იური ბარამიძე. ყველა ჯილდოს და რეგალიის მფლობელი, რუსთაველის და ლომონოსოვის პრემიების კავალერი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეზო თაბუკაშვილის, გურამ ჟვანიას, გურამ პატარაიას, სხვების და სხვების დოკუმენტური ფილმების თანაავტორი.

როდესაც ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იურა ბარამიძეც. რომელმაც მისი დიდი მძიმე აგური დადო იმ კულტურის აშენებაში, რომლის სახელიც ჰქვია იმ სამინისტროს.

ბოლოს რომ ვნახე, საზოგადოებისგან მიტოვებული, სრულიად უხასროდ, ერთი შეშის ფეჩის ამარა ატარებდა დღეებს დუშეთის რაიონის სოფელ თანიაანთკარში.

რომ ვკითხე, ვინმეს თუ გაახსენდი მეთქი, მიპასუხა, ეეჰ, კარგი რა, ღადაობო…

ვერ მოიძებნა ამ ლეგენდარული კაცისთვის ადგილი ვერც იმ 3550-კაციან სიაში ივანიშვილი რომ ეხმარება, ეტყობა ნიჭით ვერ მისწვდა იმ სიის კრიტერიუმებს.

კულტურის სამინისტრომ კი თვეში 200 ლარი ვერ გამოძებნა ასეთი ადამიანებისთვის, რომ შეშა იყიდოს და პური აიტანოს სახლში…

კულტურას სამინისტრო არ აკეთებს.
კულტურას აკეთებდა იურა და აკეთებს იურასნაირი ხალხი.
რომელიც იმ სამინისტროს სულ ფეხებზე ჰკიდია.

ვექტორები გავასწოროთ და სწორად შერჩეულ ღირებულებებზე ვიდარდოთ ჯობია.”

ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე - ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა