Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანუკა ლითანიშვილი: “ვიღაცას ძალიან უნდა დაბეჩავებული საქართველოს მოსახლეობის ამოხოცვა!”

27 ივნისი, 2018

ნანუკა ლითანიშვილი: "ვიღაცას ძალიან უნდა დაბეჩავებული საქართველოს მოსახლეობის ამოხოცვა!"მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროა რიგითმა ადამიანებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ხმა ავიმაღლოთ:

“გაუთავებლად ვაზიარებთ მასალებს ამ საზარელი გამონაბოლქვის, დაბინძურებული ჰაერის, კატასტროფული მაჩვენებლის, მომწამვლელი ტყვიის, სნეულებების, სიკვდილის და ამით გამოწვეული ათასი უბედურების სტატუსებს და რა?

ვისაც ეხება ამ პრობლემის, ამ ნაძირლობის და მავნებლობის მოგვარება, იმას სულ ფეხებზე კიდია, ჩვენ? მეტი არაფრის შნო რომ არ გვაქვს, მარტო ვიღაც არარსებული “პატრონისგან” მოვითხოვთ არარსებული კანონების დაცვას, რეალურად კი უკიდურესად მძიმეა ეს ყველაფერი!

თითქოს ვიღაცას ძალიან უნდა ამ გასაცოდავებული, არაფრისმაქნისი, დაბეჩავებული საქართველოს მოსახლეობის ამოხოცვა!”