Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი შავგულიძე – კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს

24 ივნისი, 2018

ლეგენდა სახელად ჟორა შავგულიძემსახიობ გიორგი შავგულიძეს, რომელსაც სიყვარულით ჟორასაც ეძახდნენ, 49 წლის ასაკში ტროლებუსი დაეჯახა და იმსხვერპლა.

”რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.” – ეს ლექსი გიორგი შავგულიძეს პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ მიუძღვნა.

მსახიობთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას ანი ანდრონიკაშვილი იხსენებს:

“მას პლეხანოვზე ტროლეიბუსი დაეჯახა და იმსხვერპლა, მაგრამ ლეგენდა “ჟორა შავგულიძე“ – დრომაც ვერ დასცა ძირს!

ქუთაისელებს არაერთხელ უნახავთ ათლეტური აღნაგობის, მზეზე ბრინჯაოსფრად აელვარებული ჭაბუკი როგორ ეშვებოდა რიონის ტალღებში. ერთხელ ამ სანახაობის მომსწრე კოტე მარჯანიშვილიც გახდა. მას ვინაობას გამოჰკითხავს. “შავგულიძე ვარ, ბატონო კოტე“. მარჯანიშვილი გაიკვირვებს, ახალგაზრდა კი უპასუხებს: “თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო კოტე, მე თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველ დღე ქანდარაზე ვზივარ“ო.

კოტე მარჯანიშვილი მას თეატრში იბარებს და იწყება არტისტის დაუვიწყარი მოღვაწეობა.

ის მაშინ სულ 18 წლის იყო, მაგრამ გენიოსი მარჯანიშვილი კოჭებში ცნობდა სცენის მომავალ ვარსკვლავს. სრულიად დამწყებს უშანგი ჩხეიძის დუბლიორობაც კი მიანდო.

ჭაბუკი შავგულიძე ხშირად აგვიანებდა რეპეტიციებზე, მაგრამ არასოდეს ისჯებოდა, აღარც შეჰყავდათ დაგვიანებისთვის დასაჯარიმებელთა სიაში, რადგან იცოდნენ, რომ მარჯანიშვილი მაინც წაშლიდა მის გვარს!”