29 ივნისი, 2018

აუცილებლად წასაკითხი ქალებისათვის

აუცილებლად წასაკითხი ქალებისათვისახალგაზრდა მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი თავისი ჩანახატებით მკითხველს იმ პრობლემებზე მიანიშნებს, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“არტინფო” გთავაზობთ ანას ჩანახატს იმ ქალებზე, რომლებმაც არასასურველი შვილი მოიშორეს:

“იმ დღეს დედაჩემი დავმარხე.
არც მომკვდარა და არაფერი.
უბრალოდ მივხვდი რომ არ ვუყვარდი. უფრო მეტიც, ჩემი დაბადებაც არ დაუშვა. არ მომცა უფლება ადამიანი ვყოფილიყავი… მესუნთქა და მეცხოვრა…

ჰო და ძალიან კარგი თუ არ დავიბადე. რად მინდა ადამიანად ყოფნა, თუ ადამიანებს საკუთარი შვილების მოკვლა შეუძლიათ და არაერთხელ…
სულ რამდენიმე კვირა ვიცოცხლე მუცელში და ადამიანები კარგად გავიცანი.
იქ, სადაც დედას შეუძლია მოკლას შვილი და მამა არც კი ეწინააღმდეგება… რატომ უნდა მოვსულიყავი?
ერთი წამითაც არ მინდა ასეთ დედამიწაზე ცხოვრება…

ახლა დედაჩემი მუცლით ცარიელ საფლავს ატარებს…
მამაჩემი ჯიბით ცარიელ ბოთლებს…
ჩემი და-ძმა ფერადი სათამაშოებით ოთახს მიწყობენ
მაგრამ მე არ დავიბადები…”