Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აუცილებლად წასაკითხი 100 რომანი

24 ივნისი, 2018

აუცილებლად წასაკითხი 100 რომანიცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ “The Telegraph” ის 100 რომანი დაასახელა, რომლებიც ლიტერატურის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ.

საუკეთესო ასეულის პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელი მწერლსი ჯორჯ ელიოტის რომანმა “მიდლმარჩი”.

საუკეთესო ხუთეულში ადგილები ასე გადანაწილდა:
მეორე ადგილი – ჰერმან მელვილის “მობი დიკი”.
მესამე ადგილი – ლევ ტოლსტოის “ანა კარენინა”.
მეოთხე ადგილი – ჰენრი ჯეიმსის “ქალბატონის პორტრეტი”.
მეხუთე ადგილი – ჯოზეფ კონრადი „წყვდიადის გული“.

“The Telegraph”-მა საუკეთესო რომანების ასეულში შეიყვანა შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი”, ვირჯინია ვულფის “მისის დალოვეი”, მიგელ დე სერვანტესის “ტონ კიხოტი”, დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო”, ჩარლზ დიკენსის “დევიდ კოპერფილდი”, ჯორჯ ორუელის “1984”, გუსტავ ფლობერის “მადამ ბოვარი”, ჯეიმს ჯოისის “ულისე”, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “დიდი გეტსბი”, არტურ კონან დოილის “ბასკერვილების ძაღლი”, მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, ვლადიმერ ნაბოკოვის “ლოლიტა”, ჯონ სტეინბეკის “მრისხანების მტევნები”, ჯონათან სვიფტის “გულივერის მოგზაურობა”, ბლრის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”, ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”, სტენდალის “წითელი და შავი”, ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი”, ალბერ კამიუს “უცხო”, უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”…