Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშა მდინარაძე: “მრცხვენია!”

31 მაისი, 2018

მიშა მდინარაძე: "მრცხვენია!"– სირცხვილია, სირცხვილია, სირცხვილია! – აცხადებს კომპოზიტორი მიშა მდინარაძე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს:

“მრცხვენია, რომ ამ საზოგადოების ნაწილი ვარ!

მრცხვენია, რომ ამ ძალადობის უნებლიე მონაწილე ვარ და ვერაფერს ვცვლი!

მრცხვენია, რომ ქვეყანაში სადაც ჯერ კიდევ სეგრეგაციაა, მუსიკას ვწერ და კულტურას ვემსახურები!

მრცხვენია, რომ სისტემა ფეხქვეშ მთელავს და მე უუნარო ვარ!

მრცხვენია, რომ ვცხოვრობ იქ, სადაც ქრისტიანობა და ქრისტე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა ჰგონიათ!

მრცხვენია, რომ სისტემა მკვდარ ბავშვებსაც ისე ექცევა, როგორც მხოლოდ მას აწყობს, ჩვენ კი ქვეყანა გვქვია, საზოგადოება და ევროპა… ვიზალიბერალიზაცია გაქვს და ევროპაში უვიზოდ დავდივართ!

სირცხვილია, სირცხვილია, სირცხვილია!”