19 მაისი, 2018

ლევილიდან ჩამოტანილი ექსპონატები ხელოვნების სასახლეშია

ლევილიდან ჩამოტანილი ექსპონატები ხელოვნების სასახლეშიახელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

ექსპოზიციაზე მისულ დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება, იხილოს ლევილიდან ჩამოტანილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის დედანის ასლი (მესამე პირი), პირველი რესპუბლიკის ჰიმნის სანოტო დოკუმენტი, პირველი რესპუბლიკის ჰიმნის ავტორის (კოტე ფოცხვერაშვილის) ქულაჯა და ფოტო და საარქივო დოკუმენტები.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა პროექტის ”მოდი ღამე მუზეუმში” ფარგლებში გაიხსნა, რომელიც 19 მაისს 20 საათზე გაიხსნა და ღამის პირველ საათამდე გასტანს.

ლევილიდან ჩამოტანილი ექსპონატები ხელოვნების სასახლეშია