24 მაისი, 2018

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭა

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭამწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭა.

ჯილდო კლასიკოსს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ და ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

მწერალი ამ პრემიაზე ვაჟა ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა წარადგინა.