ჟანრი ლოლაშვილის ცხოვრების მთავარი წესები

ჟანრი ლოლაშვილის ცხოვრების მთავარი წესები– ჩვენ პროფესიონალიზმი გადაგვარჩენს, ამიტომ ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, – ეს ჟანრი ლოლაშვილის ცხოვრების მთავარი წესებია.

“არტინფო” გთავაზობთ მსახიობის უმთავრეს წესებს, რომლებსაც არასოდეს არღვევს:

“ჩემთვის მთავარია არა – რა? არამედ – როგორ?

ხელოვნება ყველაფერს მირჩევნია, ამიტომ შევალიე მთელი ჩემი სული და გული ხელოვნებას – თეატრს, მხატვრობას, მუსიკას.
თუ სხვაზე იფიქრებ უფრო მეტს, ვიდრე საკუთარ თავზე, ყველგან მიხვალ. სხვაზე როცა ფიქრობ, ლამაზდები. ჩემნაირი კაციც კი ლამაზდება.

მიზანდასახულობა არის კრეტინიზმი. ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია, მაგრამ მიზანდასახულზე უფრო საშიშია პატრიოტი, ვითომ სამშობლოზე რომ ფიქრობს ყვირის და წივის. ამ დროს თავისი მანკიერი მხარეების დამალვა სურს. სამშობლოზე ვინც ფიქრობს, ის წყნარად და მშვიდდად აკეთებს სამშობლოსთვის სასარგებლო საქმეს.

ჩვენ პროფესიონალიზმი გადაგვარჩენს, ამიტომ ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.”