8 აპრილი, 2018

ტარიელ ხარხელაურის სააღდგომო მილოცვა

ტარიელ ხარხელაურის სააღდგომო მილოცვა– სიყვარულით გადავარჩენთ ერთმანეთს და აბორგებულ სამყაროს სულს სიმშვიდეს დავუბრუნებთ. მივეჩვიოთ გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, – ეს არის პოეტ ტარიელ ხარხელაურის სააღდგომო მილოცვა:

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ფართოდ გახსენით კარები გულისა, რათა უფალმა თქვენი გულის მიყრუებული დარბაზების ბინადრად სიყვარული აქციოს, სიყვარული, რომელიც დღეს ესოდენ სჭირდება სისხლსმშფოთვარე სამყაროსას, სიყვარული, რომელიც ყოველჟამიერად უნდა ვგზავნოთ ერთმანეთთან, რათა ფიქრი უმადურობისა არ მოერიოს ფიქრის გარეშე გაზარმაცებულ გონებას;

სიყვარული, რომელიც უნდა იქცეს საგზლად წუთისოფლისა, სიყვარულით გადავარჩენთ ერთმანეთს და აბორგებულ სამყაროს სულს სიმშვიდეს დავუბრუნებთ.

მივეჩვიოთ გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

გადავრჩებით და გადავარჩენთ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ… დავმკვიდრდეთ უფალში და დავამკვიდროთ უფალი ჩვენში…

მიყვარხართ უკიდეგანო და მარადიული სიყვარულით…
თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე
ტარიელ ხარხელაური”