“ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო” ტონი ომეილის შესრულებით

"ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო" ტონი ომეილის შესრულებითბრიტანელმა მომღერალმა ტონი ომეილმა ცნობილი ქართული სიმღერა “ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო” იმღერა.

კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას ამ სიმღერას გოგი დოლიძე ასრულებდა და იგი მომღერლის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იყო მიჩნეული.

ახლა კი ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ტონი ომეილმა როიალის თანხლებით სიმღერის თავისებური ვერსია შეასრულა.