ქართველმა სოპრანომ თეონა დვალმა იტალიაში სოლო კონცერტი გამართა.
საკონცერტო პროგრამაში სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად თეონამ ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დამუშავებული მეგრული ნანა შეასრულა.
თეონა დვალი:
“მინდა გაგიზიაროთ მეგრული ნანა (დამუშავებული ოთარ თაქთაქიშვილის მიერ), რომელიც ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად შევასრულე ჩემს სოლო-კონცერტზე იტალიაში 24 თებერვალს.
კონცერტმაისტერი არაჩვეულებრივი ფაბიო ჩენტანნი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.”