მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ მუსიკალური კომედია “სიყვარული ყველას უნდა” 38 წლის წინ გადაიღო, მისი გმირები – მაყვალა, ბურნუთა, ბაბულა, ხირხალა, ქეთო, გივილო, ბაწრო თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე დღემდე ყველას ძალიან კარგად ახსოვს.
ბურნუთას როლს ფილმში ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებს, რომელიც დღეს მუშტაიდის ბაღში ერთ-ერთი ატრაქციონის ოპერატორად მუშაობს.
ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს:
“ბავშვები მუშტაიდში მყავდა…
ჭაღარა მამაკაცს ბარათი გავუწოდე გასატარებლად და პირველი რაც გამახსენდა, “ქართული ოცნება” იყო…
ვახტანგ ფანჩულიძე – კინოდან ატრაქციონებზე…”