სოფიკო ჭიაურელი ვანდალების სამიზნე გახდა

სოფიკო ჭიაურელიქართული თეატრისა და კინოს მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ვანდალების სამიზნე გახდა.

ხელოვანის სახელის უკვდავსაყოფად თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი ნამუშევარი დადგა.

ლევან ვარდოსანიძემ მსახიობის ყველაზე ცნობილი 4 როლი გამოაქანდაკა და სოფიკო ჭიაურელის ხსოვნის უკვდავსაყოფად სიონის სკვერში განათავსა. სამწუხაროდ, ოთხიდან ორი ქანდაკება წლების წინ მოიპარეს, ახლა კი ლევან ვარდოსანიძის ნამუშევარი უცნობმა პირებმა დააზიანეს.