Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სიტყვა არ წამოგცდეს – გალაკტიონ ტაბიძე

21 თებერვალი, 2018
სიტყვა არ წამოგცდეს - გალაკტიონ ტაბიძესიტყვა არ წამოგცდეს,
რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და
ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე,
სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს,
რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო
ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა,
ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება,
დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და
სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც
შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით
მიუმწუთხებია…
სიტყვა არ გაბედო,
რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და
ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე,
სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო,
რომ შენ დაიღალე.
მედგრად მოიმარჯვე
ისევ ის ხელები,
მისწვდი, შეუტიებ
წარსულს გახელებით.