შეუდარებელი ნინო ანანიაშვილი ულამაზესი ცეკვით

ნინო ანანიაშვილი 54 წლის ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი კვლავ ბრწყინავს სცენაზე და ქართველ და უცხოელ მაყურებელს აღტაცებულს ტოვებს.

საბალეტო დასის ხელმძღვანელი სხვადასხვა ბალეტებში ცეკვავს და მისი შემოქმედების მოყვარულებს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ როცა შენი საქმე ყველაზე მეტად გიყვარს, აუცილებლად ბედნიერი იქნები და სხვასაც გააბედნიერებ.

ნინო ანანიაშვილმა ბერ შევას არტ ცენტრში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში “გედების ტბა” იცეკვა. მომაკვდავი გედის ულამაზესმა შესრულებამ დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დატოვა. ქართველმა პრიმა ბალერინამ ხანგრძლივი ოვაციები და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.