მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი დააწინაურეს.
ახალი წელი მისთვის ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო და საპასუხისმგებლო სიახლით დაიწყო.
2019 წლიდან ლიზა ბათიაშვილი “Audi Sommerkonzerte”-ს (აუდის ზაფხულის კონცერტების) სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
ინფორმაციას უცხოური გამოცემები უკვე ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქართველი მევიოლინე აუდის ზაფხულის კონცერტების სერიას სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ღირსეულად გაუძღვება.