7 თებერვალი, 2018

ნიკო გომელაური: “ქრისტიანობას გაუაზრებელი პირჯვრის გადაწერით გამოვხატავთ, არადა…”

ნიკო გომელაური მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური სათქმელს თავისი შემოქმედებით ამბობდა. მას თავისი მოსაზრებები ჰქონდა ქრისტიანობაზე, რელიგიაზე, სიკეთესა და სიყვარულზე.

ნიკო გომელაური:

“ხშირად, ჩვენ ქრისტიანობას გაუაზრებელი პირჯვრის გადაწერითა და სანთლის დანთებით გამოვხატავთ, არადა, მთავარია, ის გავაკეთოთ, რასაც ათი მცნება გვასწავლის.“

“რაც ჰქონდა მისცა თეთრი
ხელებგამოწვდილ გლახაკს.
აგაშენებსო ღმერთი
– გლახაკმა მიაძახა.
და ისე მოკვდა წამში,
იმას ვერ მიხვდა გლახა,
რომ სწორედ ერთხელ, მაშინ,
თავად უფალი ნახა…”