Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შემოდიოდა ჩვენში კალანდა – ანა კალანდაძე

13 იანვარი, 2018

ანა კალანდაძე“შემოდიოდა ჩვენში კალანდა…” – ასე ჰქვია ანა კალანდაძის ლექსს, რომელიც საახალწლო დღესასწაულს განსაკუთრებულად უხდება:

“და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს…
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია…

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა…

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან…
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…”