21 იანვარი, 2018

რეზო გაბრიაძე – უდიდესი გამომგონებელი

რეზო გაბრიაძე“რეზო გაბრიაძე – ის ნამდვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს,” – ასე აფასებს ლეგენდარული რეჟისორი პიტერ ბრუკი რეზო გაბრიაძის შემოქმედებას, – ”მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“

“არტინფო” გთავაზობთ ბორიას და ნინელის სიმღერას რეზო გაბრიაძის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”.