Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნოდარ დუმბაძე: “მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში”

18 იანვარი, 2018

ნოდარ დუმბაძენოდარ დუმბაძე სრულიად სამართლიანად არის მიჩნეული მზიანი გულის მწერლად. მისი ჩანაწერები სიცოცხლეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ და სიკვდილსაც სულ სხვანაირად დაგანახებთ.

“არტინფო” გთავაზობთ ნოდარ დუმბაძის ჩანაწერს სიკვდილსა და ამქვეყნად აღდგომაზე:

“მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე:
პირველად გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში;
მეორედ გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვსდექი თვალთმაქცობაში;
მესამედ გარდავიცვალე თვალთმაქცობაში და აღვსდექი უდარდელობაში;
მეოთხედ გარდავიცვალე უდარდელობაში და აღვსდექი სიძულვილში;
მეხუთედ გარდავიცვალე სიძულვილით და აღვსდექი სიყვარულში.

მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები. მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები…

მე აღარ მეშინია სიკვდილის!”