პირველი ქალი მიმი ქართული პანტომიმის თეატრში კირა მებუკე ვერიკო ანჯაფარიძის ჯილდოს მფლობელია.
ჯილდო მსახიობს ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა.
ინფორმაცია პანტომიმის თეატრმა გაავრცელა:
“ქალბატონ კირა მებუკეს ვულოცავთ ვერიკო ანჯაფარიძის ჯილდოს მინიჭებას!
ქალბატონო კირა, თქვენი დამსახურება დიდია ქართულ თეატრში და, რა თქმა უნდა, პანტომიმის თეატრის განვითარების საქმეში…
პირველი ქალი მიმი ქართული პანტომიმის თეატრში!”