ბახალა დააპატიმრეს

ბახალამსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა დააპატიმრეს.

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე იგი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, რადგან გიორგი ნასამართლევი არასდროს ყოფილა, მას სასჯელის მინიმალური ვადა განესაზღვრა.

ბახალა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების – ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით ერთი წლის წინ დააკავეს.

მსახიობი წინასწარი პატიმრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ამჯერად ბახალას კვლავ პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.