Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე ბერლინში

12 დეკემბერი, 2017

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე ბერლინში2017 წელს საქართველო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღონისძიებები საქართველოსაც გასცდა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი ბერლინშიც აღინიშნება.

ინფორმაციას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ავრცელებს:

“ხვალ, ადრე დილით, ბერლინში მივფრინავ სპეციალური მიწვევით. მონაწილეობას მივიღებ ღონისძიებებში, რომლებიც რუსთაველის 850 და საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნება. მექნება შეხვედრები ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან.

გერმანიაში, საქართველოს საელჩოში, გაიმართება წარდგენა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ბერლინის ფილიალისა, რომელიც 95 წლის წინ დაარსდა ბერლინში და რომლის პირველი საპატიო თავმჯდომარე, იმხანად ბერლინში მცხოვრები, ,,ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი, გამოჩენილი პოეტი, კონსტანტინე ბალმონტი გახლდათ.

მადლობა ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (ამჟამად ყოფილს) ბატონ ლადო ჭანტურიასა და დესპანს, ბატონ ლევან დიასამიძეს.

ღმერთმა ქნას, რუსთაველის საზოგადოება გახდეს ის პატარა ხიდი, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას გასწევს მაღალცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ დიდ ცენტრში – გერმანიაში.”